|  33 წლის განმავლობაში ბილ გეიტმა მთელი თავისი ენერგია Microsoft-ს მიუძღვნა. შედეგად, მისი კორპორაცია დღეს უდიდესი და შეუჩერებელი სოფტვეირ გიგანტია. ბილ გეიტსის გზა, ესაა გზა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან გამოგდებიდან მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანამდე. მართლაც აღსანიშნავია ბიოლ გეიტსის პირადი ქონების საერთო ოდენობა - 50 მილიადი დოლარი, თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანია ის კვალი, რომელიც მან ტექ. ინდუსტრიაზე დატოვა. DOS-იდან დაწყებული, მაიკროსოფტის ოპ. სისტემები ბაზარზე ყოველთვის დომინირებდა. დღეს Windows-ი პრაქტიკულად სტანდარტადაა ქცეული. 33 წლის განმავლობაში, მაიკროსოფტის დაარსებიდან Windows Vista-მდე პერიოდში ბილ გეიტმა შეძლო გაეკეთებინა ის, რაც უამრავი ადამიანისთვის ოცნების სფეროს სცდება. 27 ივლისს, პარასკევს, 33 წლის შემდეგ მაიკროსოფტში - კომპანიაში, რომელიც ბილმა პოლ ალენთან, თავის მეგობართან ერთად დააარსა ნიუ მექსიკოში 1975 წელს - გეიტსმა თავისი ბოლო სამუშაო დღე გაატარა. ბილ გეიტსს ეს ნაბიჯი უცბად არ გადაუდგამს. 2000 წელს ბილი მაიკროსოფტის აღმასრულებელი დირექტორი პოსტიდან გადადგა და ამ თანამდებობაზე სტივ ბალმერი დაინიშნა. შემდეგ იყო მთავარი პროგრამული არქიტექტორის თანამდებობა, რომელზეც ახლა რეი ოზია (Ray Ozzie) დანიშნული. პროგრამული არქიტექტორის თანამდებობიდან ბილ გეტსი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა.
|