20:05 საათი. რიცხვი: 15.07.2025. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. | აქ შეგიძლიათ განათავსოთ მორბენალი სტრიქონი... | ჩვენი სერვერია: 94.43.84.170:27015 გთხოვთ გვეწვიოთ...
 
 მთავარითხოვნებიOnline PhotoshopONLINE ვა–ბანკიLIVESCOREჩვენი სერვერი 
ანეგდოტები





რაზე აბარებს, ლამარა, შენი ბიჭი? - ეკონომიურზე, ჩემო ზაირა. - რა დროს ეკონომიკაა, ქალო, სადღაა საქართველოში ეკონომიკა?! - სანამ დაამთავრებს, იქნება. - კი მარა, ხო ჯობდა სამედიცინოზე ჩეებარებია, ექიმი გამევიდოდა? - რას ამბობ, ქალო, შენ?! ჩემს შვილს თავის დღეში ბუზიც კი არ მოუკლავს! 

------------------------------------------------------------
კახელი იმერეთშია სტუმრად. სუფრაზე ტოლმა შემოიტანეს. კახელმა გვარიანად გაავლო ხელი. - მიირთვი, შენი ჭირიმე, - ეხვეწება მასპინძელი. - დიდი მადლობა, ძაან გავძეხი! - არა, მიირთვი, მიირთვი! - არ ეშვება მასპინძელი. - აღარ მინდა, 12 ცალი შავჭამე. - 12 კი არა, კარგა 17 შეჭამე, შენი ჭირიმე, მარა, მაინც მიირთვი... - რატომ გაქვს ცხვირი გაჭრილი? - გრიპის ბრალია მაი. - გრიპი რა შუაშია? - ფანჯარასთან ახლოს დავაცემინე. 

------------------------------------------------------------
ქუთაისელი თევზს იჭერს. ერთ ხელში წიგნი უჭირავს, მეორეში - ჩაქუჩი. უახლოვდება ახალგაზრდა. - რას აკეთებ, ბიძიკო? - თევზს ვიჭერ ჩემი მეთოდით. - რაფრა, გაფიცებ ყველაფერს? - რაფრა და, ა, წიგნი, თევზები ძაან წიგნის მოყვარულები არიან. ამოყოფს თევზი თავს წყლიდან წიგნის სათაურის წასაკითხად, ვრეკავ ჩაქუჩს და ვსიო. - და ბევრი შეაცდინე მასთე? - შენ მეთვრამეტე ხარ. 

------------------------------------------------------------
- გაიგე? ჩვენმა გოგიამ გოგო გადაარჩინა. საწყალი, მდინარეში იხრჩობოდა და ამოიყვანა. ერთ კვირაში კი ცოლად შეირთო. - და კმაყოფილია ჩვენი გოგია? - ეგ არ ვიცი, მაგრამ მდინარისაკენ გახედვა აღარ უნდა. 

------------------------------------------------------------
მხატვარი აბსტრაქციონისტი დაქორწინდა. ცოტა ხანში მას ცოლის დაქალი ესტუმრა. ქალები საჭორაოდ განმარტოვდნენ. - როგორი ქმარი შეგხვდა? - ეკითხება დაქალი ახალგათხოვილს. - მშვენივრად ავაწყვეთ საქმე. ეგ ხატავს, მე სადილს ვამზადებ. მერე იწყება საინტერესო პროცესი: ვცდილობთ, გავარკვიოთ - რა დახატა მან და რა გავაკეთე მე.

------------------------------------------------------------
პირველკლასელი დიმა თანაკლასელ ლიკას მიმართავს: - ლიკა, როცა გავიზრდებით ცოლად გამომყვები? - არ გამოვა. - არ გიყვარვარ? - კი, მაგრამ მაინც არ გამოვა. - რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენს ოჯახში ყველანი თავისიანებზე ქორწინდებიან. მაგალითად, დედაჩემი მამაჩემს გაჰყვა ცოლად, ბებია - ბაბუას, ბიცოლა ბიძას... 

------------------------------------------------------------
- ცხოვრებაში რას ინატრებდი? - ეკითხებიან ლაყაფიას. - ნეტავი, მე ვიყო კატა, ჩემი სიდედრი თაგვი - და ერთ ოთახში ვცხოვრობდეთ. რა თქმა უნდა, სულ სამი წამი. 

------------------------------------------------------------
ზაფხულის მოახლოვებასთან დაკავშირებით ოჯახში ბჭობა გაიმართა, თუ სად დაისვენონ. - მე, მაგალითად, იქ მინდა წასვლა, სადაც დიდი ხანია , არ ვყოფილვარ, -ამბობს ვატო. - აგაშენა ღმერთმა! ა შენ ორი ლარი და მოუსვი აბანოში, - ფულს აძლევს მამამისი. 
- რას ჰგავს, კაცო, ეს?! ბიფშტექსი და ასე მაგარი შეიძლება?! - ყვირის გენო ეძგვერაძ . - რატოა მაგარი, ბატონო? - მორბის ოფიციანტი. - ზუსტად 15 წუთია , ვუსვამ დანას მთელი ძალით, წაიღეთ უკან. - უი, ვეღარ წავიღებ, ბატონო, უკვე გაგიფხაჭნიათ და... 

------------------------------------------------------------
- რა უბედურებაა, კაცო, როგორ აიწია ბენზინის ფასმა, - წუწუნებს ბორია. - მერე შენ რა გაწუხებს, მანქანა არ გყავს და... - ზაჟიგალკა მაქვს ბენზინის. 

------------------------------------------------------------
ციხეში: - ბიჭო, ბახუტა, რომ ტრაბახობ, ხუთი ძმა მყავსო, რატომ არ მოდიან სანახავად? - ზედამხედველები არ უშვებენ კამერებიდან. 

------------------------------------------------------------
კახელი შეშას აპობს. - რასა შვები, შე აჯამო, - ეუბნება მეორე, - ჯდომელა აპობ შეშასა?! - მა რა ვქნა, ჯო? წოლელა არ გამამდის და... 

------------------------------------------------------------
ახალი პარლამენტარი: - რა ყოფილა, კაცო ეს პარლამენტი, სულ სხდომაზე უნდა იჯდე. - აპა, რავა გგონია, ბიძია? - დაწყევლა ღმერთმა, სხდომიდან რომ გამოვდივარ, ქუდი აღარ მეტევა თავზე! 

------------------------------------------------------------
საპარიკმახეროში: - როგორ გამპარსავს თქვენი შეგირდი? ხომ არ გამჭრის? - არა, პირველ ხანებში ბლაგვი სამართებელი მივეცი.


ავტორი: xovlelasha კომენტარები:(0) ნანახია:(869)



კომენტარები

სახელი:
მეილი:
საიტი:
კოდი:


ნავიგაცია

სამართავი ბლოკი

რეკლამა


საუკეთესოები

ევროტური

შუა ქალაქში: კურიოზები

სუპერ კვერცხები

Mu Georgia

Communism Muscle Cars

FAB-winter 2005


მეგობრები

მინი–ჩატი

გამოკითხვა
შევცვალოთ დიზაინი?
სულ პასუხი: 346

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


DESIGNED BY: MUNEZ